logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ახალი ეტაპი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში: ანტი-ანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობა

A-new-stage-in-the-relations-between-Georgia-and-Russia_-necessity-to-form-an-anti-annexationstrategy-1.png
13 იანვარი, 2015
 0

რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის შეთავაზებული “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება” საქართველოში აღქმული იქნა როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შელახვის ახალი ეტაპი. ეს შეფასება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ის არ უნდა იქნას განხილული როგორც ცალკე აღებული ეპიზოდი. აღნიშნული ხელშეკრულებით რუსეთი აგრძელებს ნაბიჯების სერიას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თანდათანობითი ანექსიისკენ. ანექსიის საფრთხის აქტუალიზაცია მართლაც ახალი ეტაპია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში, რასაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ყურადღება და ახალი ანტი-ანექსიური სტრატეგია ესაჭიროება.