12 მაისს, მსოფლიოს მასშტაბით 150-ზე მეტ ქვეყანაში, 230,000 კომპიუტერზე აქამდე არსებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ვირუსი გავრცელდა. ვირუსს Ransomware ხასიათი ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ ის ჯერ ბლოკავდა კომპიუტერის ფუნქციონირებისთვის ყველა აუცილებელ ფაილს და შემდეგ ითხოვდა გამოსასყიდს 300 ან 600 დოლარის ექვივალენტი ბიტკოინების (ელექტრონული ვალუტა) სახით, რათა მომხმარებელს კომპიუტერზე კონტროლი აღედგინა. ვირუსი მხოლოდ Windows-ის საოპერაციო სისტემებზე გავრცელდა.