მიმდინარე გამოცემის თემები:
- ევროპულმა კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა;
- რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს;
- „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მიმართ შეურაცხმყოფელი, სექსისტური განცხადებები გააკეთა;
- „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირწმუნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას არ სურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს;
- მმართველი პარტია განაგრძობს ევროკავშირისა და აშშ-ს კრიტიკას ექსტრემიზმის წახალისების ბრალდებით;
- კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მოლოდინში პროპაგანდა დასავლეთს ქაოსის გამიზნულად შექმნაში ადანაშაულებდა;
- პროპაგანდის თანახმად, დასავლეთი საქართველოს ხელს უშლის, რუსეთთან კარგი ურთიერთობები დაამყაროს;
- პროპაგანდა პუტინის ომს უკრაინაში კვლავ მხარს უჭერს;
- ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, კვლავ ძლიერია ანტისემიტური ნარატივები.