პრემიერ-მინისტრი იცავს ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ კანონად მიჩნეულ კანონპროექტს „უცხოური აგენტების შესახებ“;
პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დასავლელი პარტნიორებისადმი „ქართული ოცნების“ კრიტიკის სათავეში არიან;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მიერ განმტკიცებულ შეთქმულების თეორიას „გარკვეული დაჯგუფებების მიერ საქართველოში რევოლუციის დაგეგმვის“ შესახებ;
კვლავ გრძელდება ფიზიკური თავდასხმები და ცილისწამება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ კანონად მიჩნეულ კანონპროექტს „უცხოური აგენტების შესახებ“; „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს;
პრორუსულად განწყობილი დაჯგუფებები ავრცელებენ სუს-ის ნარატივს, თითქოს დასავლეთი „მაიდანის“ სცენარის განხორციელებას ისახავს მიზნად.