logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 1- 8 მაისი

Untitled-1.png
03 ივნისი, 2022
 0

„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.


მიმდინარე გამოცემის თემები:

  • როგორ დაიწყო ომი - „რუსული ვერსია“
  • აზოვის ბატალიონი საქართველოში მოქმედი რუსეთის მარიონეტების ყურადღების ცენტრში
  • კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია
  • პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ
  • პროპაგანდისტული გზავნილები ეკონომიკური სანქციების შესახებ
  • საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები
  • უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება
  • პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ
  • საქართველოს ნეიტრალიტეტი - გზა გადარჩენისკენ თუ კრემლის ტროას ცხენი
  • ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი! - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე (1-8 მაისი)