logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 30 მაისი - 5 ივნისი

Untitled-2.png
10 ივნისი, 2022
 0

„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.


მიმდინარე გამოცემის თემები:

• ნაციზმი და ფაშიზმი - კვლავ რუსული მარიონეტების საყვარელი სიტყვები

• კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

• უკრაინელი ლტოლვილები

• სანქციების ეკონომიკური შედეგები

• ეთნიკურ უმცირესობებსა და ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა

• უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

• პრორუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებში უკრაინის ატომური სადგურები ბიოლაბორატორიებთან ერთად ჩნდება