logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 9-15 მაისი

912babbcca4ec89f25aa4e7e36017c7d_XL.png
04 ივნისი, 2022
 0

„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.


მიმდინარე გამოცემის თემები:

• ომის უკრაინიდან საქართველოში შესაძლო გავრცელების შესახებ შიშის დანერგვის მიზნით გავრცელებული გზავნილები

• არაპროვოცირებული შეჭრის გამამართლებელი არგუმენტები

• კრემლის პრიზმით დანახული ადგილზე არსებული სამხედრო ვითარება

• კრემლის პოზიციით, სანქციების ეკონომიკური შედეგები აზარალებს დასავლეთს და არა რუსეთს

• „ლენდ-ლიზმა“ საქართველოში კრემლისტური ჯგუფების გაღიზიანება გამოიწვია