„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.
მიმდინარე გამოცემის თემები:
• შიშის დათესვის კამპანია საქართველოში ომის გავრცელებასთან დაკავშირებით გრძელდება
• პროპაგანდა აგრძელებს მტკიცებას, რომ რუსებს საქართველოში კარგად არ ეპყრობიან
• საქართველოს პროდასავლური კურსის დისკრედიტაცია
• რუსული პროპაგანდა ამართლებს ომს, უკრაინას ომის დანაშაულებში სდებს ბრალს და (თითქმის) ზეიმობს გამარჯვებას
• კრემლი დასავლეთში „უკრაინით გამოფიტვის“ განწყობების გაძლიერებას ცდილობს
• კრემლისტური პროპაგანდის თანახმად, სანქციები მხოლოდ დასავლეთს აზარალებს