logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 5 მარტი - 11 მარტი

Screenshot 2024-03-15 124912.png
15 მარტი, 2024
 
  • „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები კვლავ „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ დაინიცირებული კანონის გატანას ცდილობენ; ამასთანავე, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს პასუხების გაცემისკენ მოუწოდებენ;
  • „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციებს აკრიტიკებს; საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიღების გამო გერმანიასა და ევროკავშირს აკნინებს;
  • პარლამენტის თავმჯდომარე დონორ ორგანიზაციებს კვლავ უტევს საქართველოს არჩევნებში ჩარევის ბრალდებით
  • გავრცელებული პროპაგანდის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, „ლგბტ იდეოლოგია“ მიიღოს და „მეორე ფრონტი“ გახსნას;
  • პროკრემლისტური დაჯგუფებების თქმით, ნატოს მე-5 მუხლი სიცრუეა, რადგან ალიანსი საქართველოს არ დაიცავს საჭიროების შემთხვევაში;
  • პროპაგანდისტული წყაროები რუსეთის აგრესიაში უკრაინასა და დასავლეთს ადანაშაულებენ; კვლავ ავრცელებენ „მეორე ფრონტის“ კონსპირაციებს;
  • პროპაგანდა ირწმუნება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა რუსეთთან ურთიერთობების დამყარებაა;
  • პროპაგანდისტების თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების გადაგდების გეგმებშია ჩართული.