logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 12 მარტი - 18 მარტი

unnamed.png
21 მარტი, 2024
 
  • უცხოურ გავლენაზე საუბრისას მმართველი პარტია არა რუსეთისკენ, არამედ დასავლეთისკენ იშვერს თითს;
  • „ქართული ოცნება“ კვლავ სამოქალაქო სექტორს უტევს;
  • „ხალხის ძალა“ კვლავ განაგრძობს „გლობალური ომის პარტიის“ კონსპირაციის განმტკიცებას;
  • „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, დასავლეთის ზეწოლით მიღებული კანონები ტრადიციული ოჯახების დაშლის მიზანს ემსახურება და მათ გამო უსამართლოდ აპატიმრებენ ქართველ კაცებს;
  • საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ქართული პრორუსულად განწყობილი დაჯგუფებების ნარატივები აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რიტორიკას ემთხვევა;
  • პროპაგანდისტები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ამართლებენ, ხოლო ომში დასავლეთს ადანაშაულებენ;
  • პროკრემლისტური პროპაგანდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ამართლებს; ადვოკატირებს მოსკოვთან ახლო თანამშრომლობას;
  • პრორუსული პროპაგანდა აშშ-ს „მეორე ფრონტის“ კონსპირაციის ეპიცენტრად წარმოაჩენს.