logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სიძულვილის ენა, მუქარა და დეზინფორმაციული გზავნილები „ღირსების მარშის“ წინ

size - fb, instagram.png
02 ივლისი, 2021
 0

1-5 ივლისს Tbilisi Pride პრაიდის კვირეულს მართავს, რაც 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ დასრულდება. კვირეულის წინ გააქტიურდნენ პრო-კრემლინური, ულტრანაციონალისტური და საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული აქტორები, რომლებიც ტრადიციულ და სოციალურ მედიაში სიძულვილის ენას იყენებენდა ღირსების მარშის წინააღმდეგ მოქალაქეების მობილიზაციას ახდენენ.

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, პრაიდის კვირეულის წინ ტრადიციულ და სოციალურ მედიაში გავრცელებული სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი განცხადებები, დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი გზავნილები და აქტორები გამოიკვლიეს და გააანალიზეს.

აღნიშნული ანგარიში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS), ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ტრადიციული და სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა.

ანგარიშში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალაში დაფარულია ინფორმაცია სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებებისა და შეკრებების შესახებ. ასევე არ არის მითითებული მათი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის ბმულები, რათა ირიბად არ მოხდეს ძალადობის წახალისება და პოპულარიზაცია.