logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

"მედიის მდგომარეობა საქართველოში - ანალიზი ევროკომისიის კითხვარის პრიზმაში"

287456954_1701355110241453_3674621016523512764_n.jpg
16 ივნისი, 2022
 0

ბოლო წლებში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ქართული მედიალანდშაფტი ასახავს დემოკრატიული სისტემის გარდამავალ ხასიათს, სადაც მთავრობა ცდილობს მედიის თავისუფლების შეზღუდვას და სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებას. საქართველოს მედიაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით მოექცა ევროკავშირის ყურადღების ქვეშ 2022 წელს, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო უკიდურესად კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ.

ამ კვლევაში გამოკვეთილია რამდენიმე საგანგაშო ტენდენცია, რომელზე რეაგირება აუცილებელი იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმების სრულად დასაკმაყოფილებლად. ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ არის ის, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ამ ტენდენციებს და მათი მოგვარება აქციონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის აუცილებელ პირობად. ამ ტენდენციების გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს მედია ბაზარზე მხოლოდ პრო-სახელისუფლებო მედია საშუალებების დარჩენა და ოპოზიციური მედიის განადგურება, რაც შეუქცევადად დააზიანებს საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ გზას.