logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში, ვიშეგრადის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით

evrokavshirsa-da-saqarthvelos-shoris-asotsirebis-shesakhebshethankhmebis-ekonomikuri-natsilis-DCFTA-shesrulebisshephaseba-2014-2015-sajaro-shesqhidvebi-1.png
24 ივლისი, 2015
 0

ავტორები: სერგი კაპანაძე, მერი მაღლაკელიძე, ვერა რიჰაცკოვა, ზოლტან გალიკი, ვლადიმერ ბილჩიკი, პაულინა გასი, ელენე ხოშტარია

წინამდებარე პუბლიკაცია მიმოიხილავს სხვადასხვა ინსტიტუციურ მოწყობას ევროკავშირთან კოორდინაციის პოლიტიკისთვის ვიშეგრადის 4 ქვეყანასა (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში (საქართველო). ასოცირების ხელშეკრულებების/ევროპული ხელშეკრულებების გათვალისწინებით ევროკავშირის ნორმებთან მისადაგების პროცესში ვიშეგრადის ქვეყნების ევროპული პოლიტიკის ინსტიტუციურ არქიტექტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად, პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება კოორდინაციის მექანიზმებს, როგორც საჯარო ადმინისტრირების ეფექტურ იარაღს, ასევე მათ როლს ამ ქვეყნებში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, უნგრული, პოლონური, ჩეხური და სლოვაკური გამოცდილება ამ მიმართულებით რელევანტურია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ამის მიზეზია ის, რომ საქართველო ანალოგიურ პროცესებს გადის, რაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარეს ასოცირების ხელშეკრულებების განხორცილებისა და ევროკავშირის პირობების ადაპტაციის პერიოდში.