„კანდიდატის სტატუსმეტრში“ მიმოხილული და გაანალიზებულია თითოეული პირობის შესახებ არსებული მოლოდინები, შესრულების მდგომარეობა და გამოწვევები.
ევროკავშირის 12 პირობიდან არ შესრულებულა 6 (დეპოლარიზაცია, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, მოწყვლადი ჯგუფები, ომბუდსმენი), ნაწილობრივ შესრულდა 3 (საარჩევნო და ინსტიტუციური, ანტი-კორუფციული, არასამთავრობოების ჩართულობა), მეტწილად შესრულდა 2 (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა) და შესრულდა 1 (ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიურად გადმოღება).
GRASS გააგრძელებს დოკუმენტის პერიოდულ განახლებას.