logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგების ანალიზი

Untitled1_001.jpg
16 აპრილი, 2015
 0

ავტორი: თეონა სურმავა

საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების აღება მოიცავს სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას და მათი ევროპულ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციას. ენერგო სექტორი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს.

საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, მიზნად ისახავს უფრო მჭიდრო ენერგეტიკული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რის საშუალებასაც ევროპის ენერგო გაერთიანების ფორმატი იძლევა. საქართველო 2007 წლიდან ატარებს დამკვირვებლის სტატუსს ენერგო გაერთიანებაში. 2013 წელს კი საქართველოს მთავრობამ განაცხადი გააკეთა გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს გააანალიზოს საქართველოს ენერგო გაერთიანებაში გაწევრიანების მოსალოდნელი შედეგები საქართველოს ენერგო სექტორისთვის. კვლევის მიზანია ანალიზის საფუძველზე გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.