logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა გალის რაიონში: გამოსავლის ძიებაში

Untitled1_001-2.jpg
20 ივლისი, 2016
 0

2015 წლის სექტემბრიდან, აფხაზურმა ადმინისტრაციამ გალის რაიონის ე. წ. ქვედა ზონის 11- ვე ქართულენოვანი სკოლის დაწყებით კლასებში სწავლება (1-დან 4-ს ჩათვლით) რუსულ ენაზე გადაიყვანა და ქართული ენისთვის დათმობილი საკვირაო საათები კიდევ უფრო შეამცირა. ამავე გეგმით, ყოველი მომდევნო კლასი რუსულ ენაზე გააგრძელებს სწავლას და თუ ვითარება არ შეიცვალა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო ქართულენოვანი გამოშვება 2022 წელს დაამთავრებს სწავლას. ცალსახაა, რომ აფხაზური ადმინისტრაციის განათლების პოლიტიკა გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართული ენის განდევნას და მის რუსულით სრულ ჩანაცვლებას ემსახურება. აფხაზური და რუსული მხარეები იმედოვნებენ, რომ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვით, ადგილობრივი ქართველების დანარჩენ საქართველოსთან კულტურულ და პოლიტიკურ კავშირებს შეასუსტებენ და ამით, გალის რაიონში პოზიციებს გაიმყარებენ