logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

განათლების ახალი მინისტრი "ახალი" ხედვებითა და გაუქმებული საატესტატო გამოცდებით

ira.PNG
19 აპრილი, 2019
 0

სასკოლო გამოსაშვები გამოცდების საკითხი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემების მხოლოდ ერთი კომპონენტია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გაუქმება ან არ გაუქმება, თუ სხვა რაიმე რეფორმის მიზნობრიობა, მხოლოდ კვლევებით უნდა იყოს გამყარებული. ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობას დიდი როლი აქვს რეფორმების განხორციელებაში, თუმცა საქართველოში ყოველ წელს მინისტრების ცვლას და მათ მიერ დაანონსებულ ახალ რეფორმებს რომ განათლების სფეროში დღემდე ხელშესახები წინსვლა არ მოჰყოლია, სამწუხარო რეალობად რჩება.