logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გაეროს კომისიამ რუსეთი სირიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ამხილა

სირია1.jpg
12 მარტი, 2020
 0

გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, 2 მარტს ანგარიში გამოაქვეყნა. გამოძიება, რომელიც 2019 წლის 11 ივლისიდან 2020 წლის 10 იანვრამდე პერიოდს მოიცავს, სირიის არაბული რესპუბლიკის სამოქალაქო ომის მიმდინარეობას, მასში ჩართულ მხარეთა ქმედებებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას აღწერს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 22 ივლისს, რუსეთის საჰაერო ძალებისადმი კუთვნილმა სამხედრო თვითმფრინავებმა იდლიბის რეგიონში შემავალი ქალაქის, მაარათ-ელ-ნუუმანის (Ma'arrat al-Nu'man) მთავარ ბაზარზე ავიაიერიში განახორციელეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოჰყვა. დაბომბვის შედეგად 43 ადამიანი (მათ შორის, 4 ბავშვი) გარდაიცვალა, ხოლო 109 მოქალაქე (მათ შორის, 18 ბავშვი) დაშავდა. ანგარიშის მიხედვით, ავიაიერიშის დროს სირიის რეჟიმის სამხედრო საჰაერო საშუალებები ოპერაციებს არ აწარმოებდნენ, ხოლო საკუთრივ ბაზრის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ სამხედრო ობიექტები არ მდებარეობდა.

ავტორი: ნიკა მამულაძე