„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან 10 წლის შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან იმაზე მეტად ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. უფრო მეტიც, მის საკვანძო მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად ჩამოყალიბდა. გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. საქართველოში ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ბოლო გაჩერება ვერ იქნება და ქვეყანამ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი უნდა გააღრმაოს.
დოკუმენტი თავდაპირველად გამოქვეყნდა გერმანული კვლევითი ორგანიზაციის, Polis180-ის ვებგვერდზე. (https://bit.ly/3dRfjWf)