logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

"მთავრობები განუწყვეტლივ აუმჯობესებენ წარსულს, ჟურნალისტები ცდილობენ გააუმჯობესონ მომავალი" - დიმიტრი მურატოვის სრული გამოსვლა ნობელის პრიზით დაჯილდოების ცერემონიაზე

dmitri.jpg
15 დეკემბერი, 2021
 0

რუსმა ჟურნალისტმა დმიტრი მურატოვმა, 10 დეკემბერს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ნობელის მშვიდობის პრიზი მიიღო, ფილიპინელ ჟურნალისტ და Rappler-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მარია რესასთან ერთად. მურატოვი რუსული გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორია. ნობელიანტებს პრიზი მიენიჭათ „გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა“.

ეგახსენებთ, რომ 1995 წლიდან 2017 წლამდე, მურატოვიგამოცემა ნოვაია გაზეტას ხელმძღვანელობდა. 2004 წლიდან დემოკრატიული პარტიის იაბლაკას წევრი. 2014 წელს რუსეთის შესვლას ყირიმში აქტიურად აპროტესტებდა, 2020 წელს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდა.

ობელის პრიზის ლაურეატმა პრიზის მიღებისას სიტყვა წარმოსთქვა. აქტ-მეტრი გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ.

________________________________________________________________________________________________________

თქვენო უდიდებულესობავ! თქვენო სამეფო უმაღლესობავ, ნობელის კომიტეტის პატივცემულო წევრებო, პატივცემულო სტუმრებო!

8 ოქტომბერს დილით დედამ დამირეკა. მან მკითხა, რა იყო ახალი.

მე ვუთხარი:

- დედა, ნობელის პრემია მოგვენიჭა...

- არგია. კიდევ რა არის ახალი?

...ახლა, დედა, ყველაფერს მოგიყვები.

***

„დარწმუნებული ვარ, რომ აზრის თავისუფლება, სხვა სამოქალაქო თავისუფლებებთან ერთად, პროგრესის საფუძველია.

ვიცავ თეზისს სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების განმსაზღვრელი მნიშვნელობის შესახებ კაცობრიობის ბედის ჩამოყალიბებაში!

დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ნდობა, განიარაღება და უსაფრთხოება წარმოუდგენელია ღია საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების, რწმენის, საჯაროობის გარეშე.

მშვიდობა, პროგრესი, ადამიანის უფლებები - ეს სამი მიზანი ერთმანეთთან განუყოფლად არის დაკავშირებული.

ეს არის დედამიწის მოქალაქის, დიდი მოაზროვნის აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ნობელის სიტყვიდან.

ეს გამოსვლა წაიკითხა სწორედ აქ, ამ ქალაქში, ხუთშაბათს, 1975 წლის 11 დეკემბერს, მისმა მეუღლემ, ელენა ბონერმა.

საჭიროდ ჩავთვალე, რომ მეორედ წამეკითხა სახაროვის სიტყვები აქ, მსოფლიოში ცნობილ დარბაზში.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ახლა, ჩემთვის?

" მსოფლიომ გადაიყვარა დემოკრატია.

მსოფლიო იმედგაცრუებული დარჩა მმართველი ელიტებით.

მსოფლიომ მიაღწია დიქტატურას.

გაჩნდა ილუზია, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია ტექნოლოგიებითა და ძალადობით და არა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით.

ასეთია პროგრესი თავისუფლების გარეშე. "

ასეთია რძე ძროხის გარეშე.

დიქტატურებმა თავისთვის ძალადობაზე ბევრად მარტივი წვდომა უზრუნველყვეს.

" ჩვენში (და არა მარტო ჩვენში) გავრცელებულია აზრი: ის პოლიტიკოსები, რომლებიც სისხლისღვრას გაურბიან, სუსტი ხალხია.

და რაც შეეხება ნამდვილ პატრიოტებს, მათი მოვალეობაა, დაემუქრონ მსოფლიოს ომით.

ხელისუფლება აქტიურად ყიდის ომის იდეას.ომის აგრესიული მარკეტინგის გავლენით ადამიანები ეჩვევიან აზრს, რომ ომი მისაღებია."

მთავრობები და მათთან დაახლოებული პროპაგანდისტები მილიტარისტულ რიტორიკაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო ტელევიზიებს აკისრებენ.

მაგრამ მე მინახავს სხვა ადამიანები სხვა ტელევიზიებში. პატიოსანი და საშინელი.

ჩეჩნეთის ომის დროს ერთ რკინიგზის სადგურის ლიანდაგზე ხუთი თეთრი ვაგონ-მაცივარი იყო. მათ ირგვლივ მთელი საათის განმავლობაში დაცვა იდგა. ეს იყო თავდაცვის სამინისტროს 124-ე დეპარტამენტის ლაბორატორიის ბორბლებზე მდგარი მორგი.

მაცივარ-მანქანებში ჯარისკაცებისა და ოფიცრების ამოუცნობი ცხედრები ესვენა.

ბევრს სახე პირდაპირი დარტყმის ან წამებისგან წაშლილი ჰქონდა. ლაბორატორიის უფროსი, პირველი რანგის კაპიტანი, შჩერბაკოვი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამოუცნობი ჯარისკაცები არ ყოფილიყვნენ უსახელოდ. ტელევიზორი იყო ტრასების მახლობლად მდებარე პატარა სახლში. უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების დედები და მამები სავარძლებში ისხდნენ, როგორც მოსაცდელში. ხოლო ოპერატორი ვიდეოკამერით სათითაოდ ავრცელებდა სხეულების სურათებს ეკრანზე. სათითაოდ 458- ჯერ. ამდენი ჯარისკაცი იწვა ამ ვაგონების თაროებზე -15 გრადუსზე ბოლო მატარებელზე, რომელიც „ომი-სიკვდილის“ მარშრუტით გადიოდა. დედები, რომლებიც ჩეჩნეთის მთებსა და ხეობებში თვეების განმავლობაში ეძებდნენ თავიანთ ბიჭებს, ეკანზე შვილის სახის დანახვისთანავე, ყვიროდნენ: „ეს ის არ არის, ის არ არის!

მაგრამ ეს ის იყო.

"დღევანდელი იდეოლოგები მხარს უჭერენ სამშობლოს სიკვდილის იდეას და არა სამშობლოს სიცოცხლეს. რ მივცეთ ტელევიზორს თავის მოტყუების საშუალება."

ჰიბრიდულმა ომმა, Boeing MH-17-ის ტრაგიკულმა, მახინჯმა და კრიმინალურმა ისტორიამ გააფუჭა ურთიერთობები რუსეთსა და უკრაინას შორის და არ ვიცი, შეძლებენ, თუ - არა მომდევნო თაობები მათ აღდგენას... მეტიც, გეოპოლიტიკოსების ავადმყოფ თავებში ომი რუსეთსა და უკრაინას შორის აღარ გამოირიცხება.

მაგრამ მე ვიცი - ომები მთავრდება ჯარისკაცების იდენტიფიცირებით და ტყვეების გაცვლით. ჩეჩნეთის ომში ნოვაია გაზეტამ

და ჩვენმა მიმომხილველმა მაიორმა იზმაილოვმა შეძლეს ტყვეობიდან 174 ადამიანის გათავისუფლება. თუ რამე შემიძლია გავაკეთო ახლა ჩემი ახალი უფლებამოსილებით, ცოცხალი პატიმრების საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად, მითხარით. მე ზად ვარ.

***

მინდა გავიხსენო კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც მშვიდობის პრემია მიიღო ამ ოთახში 1990 წელს.

მოსკოვი. კრემლი.1988 წლის 18 აპრილი. იმართება პოლიტბიუროს სხდომა. ერთ-ერთი საბჭოთა მინისტრი ითხოვს ჯარის ავღანეთში დარჩენას, მიხეილ გორბაჩოვი სასტიკად აწყვეტინებს მას: შეაჩერე შენი ქორის ყიჟინა!

შეაჩერე შენი ქორის ჩხუბი!.

განა პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის თანამედროვე პროგრამა ის არ არის, რომ გვქონდეს ცხოვრება დაკრძალვების გარეშე?!

მაგრამ ევროპის ცენტრში, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენებს დიდი სისხლის აბაზანის ზღვარზე შეუერთდა ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო. მისი სამხედროები ტყვიამფრქვევებით დევნიან ლტოლვილებს ახლო აღმოსავლეთიდან ავტომატების ჯაჭვებში, რომლებიც იცავენ ევროკავშირის საზღვრებს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, განცვიფრებული ხალხი კი ფაქტობრივად ორ ცეცხლს შორისაა.

ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ჩვენი საქმე ნათელია: ფაქტის გამიჯვნა ტყუილისგან. პროფესიონალი ჟურნალისტების ახალმა თაობამ იცის როგორ იმუშაოს დიდ მონაცემებთან, საინფორმაციო ბაზებთან. ჩვენ შევისწავლეთ ისინი, აღმოვაჩინეთ, ვისი ავიარეისი მიიყვანს ლტოლვილებს კონფლიქტამდე. მხოლოდ ფაქტები. ბელორუსულმა თვითმფრინავებმა ამ შემოდგომაზე ოთხჯერ გაზარდეს ფრენები მინსკში ახლო აღმოსავლეთიდან. 2020 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ექვსი რეისი განხორციელდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე თვეებში 27 რეისი. ბელორუსულმა კომპანიამ წელს საზღვრის შესაძლო დარღვევის გამო 4500 ადამიანი შემოიყვანა, გასულ წელს კი მხოლოდ 600. თანაბარი რაოდენობა კი - 6000 ლტოლვილი - ერაყიდან ავიაკომპანიამ ჩამოიყვანა.

ასე ეწყობა შეიარაღებული პროვოკაციები და კონფლიქტები. ჩვენ, ჟურნალისტებმა, გავარკვიეთ, როგორ მუშაობს ეს. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი საქმე. დანარჩენი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, მათი საქმეა.

***

ხალხი სახელმწიფოსთვის თუ სახელმწიფო ხალხისთვის? ეს არის დღევნდელობის მთავარი კონფლიქტი. სტალინმა ეს კონფლიქტი მასობრივი რეპრესიებით გადაჭრა.

ციხეებში და გამოძიების დროს წამების პრაქტიკა შენარჩუნებულია თანამედროვე რუსეთშიც. არასათანადო მოპყრობა, გაუპატიურება, დაკავების საშინელი პირობები, ვიზიტების აკრძალვა, დედის დაბადების დღეზე დარეკვის აკრძალვა, დაკავების ვადების გაუთავებელი გახანგრძლივება. მძიმე ავადმყოფობის მქონე პირებს სასამართლო პროცესის წინ უკრავენ ხოლმე თავს გისოსებს მიღმა, პატიმრობის გაუთავებელი გახანგრძლივება, მძევლად ჰყავთ დაავადებული ბავშვები, და მათ დანაშაულის აღიარება მტკიცებულების წარდგენის გარეშე მოეთხოვებათ.

ცრუ ბრალდებებზე სისხლის სამართლის საქმეები ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულია ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საფრანგეთიდან პარფიუმერული კომპანიის რუსი დირექტორის [1]დანოსისგამო პატიმრობაში იმყოფება. დირექტორმა საჩივარი შეიტანა, მაგრამ სასამართლოში არ დაიბარეს და თავს დაზარალებულადაც კი არ ცნობს... ნავალნი კი ციხეში ზის. თავად პარფიუმერულმა კომპანიამ განზე გადგომა ამჯობინა, იმ იმედით, რომ ამ საქმის სუნის სიმძაფრე არ გადაფარავდა მისი პროდუქციის არომატს.

სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მეტი გვესმის პატიმრების და დაკავებულების წამების შესახებ. ადამიანებს აწამებენ, რათა გატეხონ ისინი, სადამსჯელო ვადის გაზრდის მიზნით. ეს არის ველურობა.

მე გამოვდივარ წამების წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით, რომლის ამოცანაა შეაგროვოს მონაცემები წამების გამოყენების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსა და კუთხეში. ამგვარ დანაშაულებში მონაწილე ჯალათების და მათი ბატონების იდენტიფიცირება.

გამომძიებელი ჟურნალისტების იმედი მაქვს, მთელი მსოფლიოდან.

წამება უნდა იყოს აღიარებული, როგორც ინდივიდის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული.

სხვათა შორის, ნოვაია გაზეტაციფრულ ეპოქაშიც კი აგრძელებს ბეჭდვითი ვერსიის გამოცემას, იმიტომ, რომ შეძლონ ჩვენი წაკითხვა ციხეებშიც. იხეებში არ აქვთ ინტერნეტი.

***

რუსეთში ახლა ორი ტენდენცია იბრძვის.

ერთი მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს აკადემიკოს სახაროვის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ძეგლის აღმართვას.

ეორე მხრივ, ჩვენსავე ქვეყანაში გენერალური პროკურატურა საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ ლიკვიდაციას ითხოვს. მემორიალი სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციით არის დაკავებული, ხოლო პროკურორები მას ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს.

შეიძლება იმიტომაც, რომ ახლახან ჩვენს ქვეყანაში[2] ეფ-ეს-ბემ ისევ გაასაიდუმლა სტალინის რეჟიმის გამომძიებლებისა და ჯალათების სახელები.

შეგახსენებთ, რომ სახაროვმა შექმნა „მემორიალი”.

იქნებ გარდაცვლილი სახაროვის ძეგლი მის ცოცხალ, მოქმედ პროექტზე უსაფრთხოა?

მემორიალი არ არის ხალხის მტერი.

„მემორიალი ხალხის მეგობარია.

***

... ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის: ეს ჯილდო არის ღირსეული ჟურნალისტებისა და მთელი პროფესიული საზოგადოებისთვის.

ჩემმა კოლეგებმა გამოააშკარავეს ფულის გათეთრების საქმეები, დააბრუნეს მილიარდობით მოპარული რუბლი ბიუჯეტში, გამოავლინეს ოფშორული ბიზნესები და შეაჩერეს ციმბირის ტყეების ჩეხა. სახელმწიფომ მხარი დაუჭირა ნოვაია გაზეტას, ეხო მოსკვის, დოჟდისა და სხვა კოლეგების ძალისხმევას იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალოდ, რომლებიც საჭიროებენ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ წამლებს.

სხვათა შორის, ვიმედოვნებ, რომ ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებზეც იშვიათი და, ჯერ კიდევ, გამოუკვლევი, მათ შორის, ზურგის კუნთოვანი ატროფიით (SMA დაავადება) დაავადებულ ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ბედია დამოკიდებული, ჩვენთან ერთად დასხდებიან მრგვალ მაგიდასთან. იქნებ მათ შეძლონ და ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი და წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახადონ. იქნებ, მდიდარმა სამყარომ გამონახოს ფული იმ რამდენიმე ათასი ბავშვისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩენიათ სიცოცხლე.

ილდოთი გათვალისწინებული თანხის ნაწილი გამოყენებულ იქნება მძიმე სნეულებებით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ და აგრეთვე მოხარდება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის განვითარებას.

***

მაგრამ რუსეთში ჟურნალისტიკა ახლა ბნელ პერიოდს გადის. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასზე მეტ ჟურნალისტს, მედიასაშუალებას, უფლებადამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე მიენიჭა უცხოური აგენტის სტატუსი. რუსეთში ისინი ხალხის მტრები არიან. ბევრი ჩვენი კოლეგა უმუშევარია. ზოგი იძულებულია, დატოვოს ქვეყანა.

ადამიანებს გაურკვეველი დროით ართმევენ ჩვეულ ცხოვრებას. ეიძლება ართმევენ სამუდამოდაც კი... ასე მოხდა ჩვენს ისტორიაში.

მომავალ წელს 100 წელი შესრულდება, რაც 29 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგიდან გერმანიის შტეტინის პორტისკენ „ფილოსოფიურმა ორთქლმავალმა" გაცურა, მორიგი რეისი“, რომლითაც ბოლშევიკებმა რუსეთიდან ინტელექტუალური ელიტის 300 ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გააძევეს. ორთქლმავით Oberburgermaister Haken ემიგრაციაში გაგზავნეს ვერტმფრენების მომავალი გამომგონებელი სიკორსკი, ტელევიზიის შემქმნელი ზვორიკინი, ფილოსოფოსები ფრანკი, ილინი და პიტირიმ სოროკინი. იდესი მოაზროვნე ნიკოლაი ბერდიაევიც იქ იყო. ისევე როგორც ყველას, მასაც მისცეს უფლება აეღო საღამური, ორი პერანგი, ორი წყვილი წინდა და ზამთრის ქურთუკი. ასე დაემშვიდობა სამშობლო თავის დიდებულ მოქალაქეებს: ნივთები დატოვეთ, ტვინები კი თან წაიღეთ.

დღეს ჟურნალისტებთან და უფლებადამცველებთანაც იგივე სურათია.

ახლა „ფილოსოფიური ორთქმავალი“ ნაცვლად „ჟურნალისტების თვითმფრინავი“ აფრინდება. ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორაა, მაგრამ, ფაქტია, ჩვენი პროფესიის ათობით წარმომადგენელი ტოვებს რუსეთს.

მაგრამ ზოგიერთი ამ შესაძლებლობასაც მოკლებულია.

ორხან ჯემალი, კირილ რადჩენკო და ალექსანდრე რასტორგუევი, რუსი ჟურნალისტები, დაუნდობლად დახვრიტეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ისინი ჩამოვიდნენ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის საქმიანობის გამოსაძიებლად. ორხანის ქვრივი, ირა გორდიენკო, ჩვენთან მუშაობს ნოვაია გაზეტაში. მკვლელობის შემდეგ, 2018 წლის 30 ივნისს, ის გამოძიების სიცრუეში ამხელს. აქ არის მხოლოდ ერთი დეტალი: ფასდაუდებელი ფიზიკური მტკიცებულება - მსხვერპლთა ტანსაცმელი უბრალოდ დაწვეს საპოლიციო ძალებმა, თანამშრომლებმა! რუსეთის გამოძიებამ შედეგი არ მოიტანა. და არც საერთაშორისომ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დახმარების მზაობა გამოთქვა გამოძიების მსვლელობისას. შესაძლოა, მას ეს დაავიწყდა და აი ვახსენებ…

...როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმემ მკითხოს: რატომ წავიდნენ იქ თქვენი კოლეგები?

იმისთვის, რომ ჩვენება მიეცათ, იმისთვის, რომ ეს დაემტკიცებინათ, რომ თავად ენახათ. როგორც ომის დიდმა ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ თქვა: „თუ არ მოგწონს შენი სურათი, ეს ნიშნავს, რომ საკმარისად ახლოს არ იყავი“.

ი მაგრამ, რ გეშინიათ? - ეს არის ჩემი კოლეგების მისამართით დასმული ყველაზე გავრცელებული შეკითხვა. ეს მათი მისიაა. როდესაც მთავრობები განუწყვეტლივ აუმჯობესებენ წარსულს, ჟურნალისტები ცდილობენ - გააუმჯობესონ მომავალი.

***

ამიტომაც ეს არის ყველას, მთელ ნამდვილ ჟურნალისტიკის ჯილდო. ს პრიზი ეკუთვნით ჩემს გარდაცვლილ კოლეგებს ნოვაია გაზეტადან- იგორ დომნიკოვს, იური შჩეკოჩიხინს, ანა პოლიტკოვსკაიას, ანასტასია ბაბუროვას და სტას მარკელოვს, ნატაშა ესტემიროვას. ს პრიზი დაიმსახურეს ასევე ჩემმა ცოცხალმა კოლეგებმა, საზოგადოებამ, რომელიც ასრულებს პროფესიულ მოვალეობას.

...ამ ჯილდოს გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე აღვნიშნეთ, პატივი მივაგეთ ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას, მისი მკვლელობიდან 15 წელი გავიდა. მკვლელებმა შესაბამისი სასჯელი მიიღეს, მაგრამ დანაშაულის დამკვეთი ვერ იპოვეს და საქმის ხანდაზმულობის ვადაც გავიდა. საჯაროდ ვაცხადებ: ნოვაია გაზეტას რედაქცია არ ცნობს ამ ხანდაზმულობის ვადას.

***

...რუსულსა და ინგლისურში და ასევე სხვა ენებშიც არის გამონათქვამი: ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის“. გამოთქმას ასე განმარტავენ: ქარავნის წინსვლას ხელს ვერაფერი შეუშლის. ხანდახან ხელისუფლება ასე დამამცირებლად საუბრობს ჟურნალისტებზეც, რომ თითქოს ისინი ყეფენ, მაგრამ ვერაფერზე ახდენენ გავლენას.

ე ახლახან გავიგე, რომ ანდაზის შინაარსს საპირისპირო მნიშვნელობა აქვს.

ქარავანი წინ სწორედ იმიტომ მიდის, რომ ძაღლები ყეფენ, ღრიალებენ და თავს ესხმიან მტაცებლებს მთებსა და უდაბნოებში. და წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქარავანს თან ძაღლები ახლავს.

დიახ, ვღრიალებთ და ვკბენთ. ჩვენ გვაქვს ეშვები და კლანჭები. ვენ ვიცით ჩაჭიდება.

ჩვენ ვართ მოძრაობის პირობა.

ჩვენ ვართ ტირანიის ანტიდოტი.

***

P.S.

როის დაზოგვა მინდოდა. რ ვიცი გამომივიდა, თუ - არა.

მოდით, ავდგეთ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩემი და მარია რესეს კოლეგებს, რეპორტიორებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ამ პროფესიისთვის და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ, ვისაც დევნიან.

" მინდა, რომ ჟურნალისტები მოხუცებულები კვდებოდნენ. "


[1] Донос- (რუს.) - ძველ რუსულ სამართალში ნიშნავდა ხელისუფლებისთვის დანაშაულის შეტყობინებას. იტყვის თანამედროვე მნიშვნელობა მკვეთრად უარყოფითია და თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა. ქართულ ენაში საბჭოთა პერიოდის ყალბ საჩივრებთან ასოცირდება.

[2] ФСБ/ Федеральная служба безопасности - რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.