logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საპატრიარქოს და ხელისუფლების ურთიერთობას შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწიროს

d6a3e0f0-80a2-11ea-ab75-af87fc39abd5.jpg
22 აპრილი, 2020
 0

2020 წლის 21 მარტს ახალი კორონავირუსისგან მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისა და კრიზისული სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, დეკრეტი გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს, პრეზიდენტის დეკრეტით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოს, კრიტიკულ სიტუაციებში, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მხოლოდ გარეგანი განზომილების შეზღუდვა შეუძლია. აღნიშნული შეზღუდვისთვის ცალკე ნორმატიული აქტის მიღებაა საჭირო, რაც ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია. შესაბამისად, დეკრეტის საფუძველზე, შეკრების უფლების შეზღუდვა საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილე პირებზე არ ვრცელდება.