მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. პანდემიასთან ბრძოლის შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრისთვის, მნიშვნელოვანია, რეალური ეპიდემიოლოგიური ვითარების ცოდნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ჯანდაცვის სპეციალისტების დიდი ნაწილი და რიგი ქვეყნები თანხმდებიან, რომ ფართომასშტაბიანი გამოკვლევის, ე.წ. აგრესიული ტესტირების გარეშე, პანდემიის შეჩერება შეუძლებელია.