ახალი კორონავირუსის (COVID – 19) მასობრივი გავრცელების პრევენციისა და კრიზისული სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა. დეკრეტის მიხედვით, მთავრობას კონსტიტუციური უფლებების ნაწილობრივ ან მთლიანად შეზღუდვის უფლება ეძლევა.