logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა და ქართული პრორუსული წყაროების რეაქცია

cover picture.png
09 ოქტომბერი, 2020
 0

რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაამზადა. მოსკოვის თანახმად, ის ვაქცინის მასობრივი წარმოების დაწყებას სექტემბერში, ხოლო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და, მეტიც, ის მისმა ქალიშვილმა უკვე მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ვაქცინა ეფექტიანად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს და ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.