მიმდინარე გამოცემის თემები:
- პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი წელი პოლიტიკაში ღიად დაბრუნებით დაიწყო;
- „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის საყრდენები მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც მმართველმა პარტიამ საკუთარი თავი ქართული ეკლესიის დამცველად წარმოაჩინა, ხოლო ოპონენტები ეკლესიის წინააღმდეგობაში დაადანაშაულა;
- პრორუსული ჯგუფის განცხადებით, სტალინის ხატზე საღებავის შესხმა ქართულ ქრისტიანობაზე თავდასხმის ტოლფასია;
- ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო მმართველი პარტიის წევრებმა დანიის ელჩი გააკრიტიკეს;კვლავ აქტიურია ტრადიციული პროპაგანდისტული ნარატივი, რომლის თანახმადაც ევროკავშირი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას განიზრახავს;
- პროპაგანდისტული ნარატივი სტალინს აქებს, ხაზს უსვამს მის „სასიკეთო საქმეებს“ საქართველოსთვის.