მიმდინარე გამოცემის თემები:
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა;
- „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული „ხალხის ძალის“ მტკიცებით, ოპოზიციურ პარტიებს „გლობალური ომის პარტია“ მართავს და უნდა გასამართლდნენ;
- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპონენტები ქართულ ეკლესიას გამიზნულად ესხმიან თავს და მზად არიან, საქართველო რუსეთთან ომშიც ჩაითრიონ;
- პროკრემლინურმა პროპაგანდამ კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა კონსერვატიულ ფასეულობებზე თავდასხმად შეაფასა;
- პროპაგანდა მოსკოვს აქებს და აცხადებს, რომ საქართველოსთვის საუკეთესო ალტერნატივა რუსეთთან მოკავშირეობაა;
- პრორუსული პროპაგანდა მმართველი პარტიის რიტორიკით სარგებლობს, ირწმუნება, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამების მიზანი საქართველოსთვის ძირის გამოთხრაა.