„ქართული ოცნება“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასა და დასავლელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს;
„ქართული ოცნების“ შეფასებით, ოპონენტების დღის წესრიგი ომს, რადიკალიზმსა და ქართულ იდენტობაზე თავდასხმას ეფუძნება;
შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას განაგრძობს, ამბობს, რომ ორგანიზაციების საქმიანობაზე პასუხისმგებელნი დონორები არიან;
პროკრემლინური პროპაგანდა ევროპულ ინტეგრაციას ქართველი ხალხისა და სუვერენიტეტის დამანგრეველ ძალად წარმოაჩენს;
პროკრემლინური პროპაგანდის თანახმად, საქართველო მხოლოდ რუსეთთან მოკავშირეობით გადარჩება, პროპაგანდა აქებს ტაკერ კარლსონსაც, პუტინთან ინტერვიუში სიმართლის გამოვლენისთვის;
ამერიკის შეერთებულ შტატებს პროპაგანდა საქართველოსა და მსოფლიოს დამანგრეველ ძალად წარმოაჩენს.