პარლამენტმა ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა;
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში უკანასკნელი ანგარიში წარადგინა;
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ვრცელი განცხადებით გააკრიტიკა, დონორებს მოუწოდა, დაფინანსებულ ორგანიზაციებზე პასუხისმგებლობა აიღონ და დაფინანსება გამჭვირვალე გახადონ;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინიდან რუსეთისკენ, საქართველოს გავლით, გაგზავნილი ბომბები აღმოაჩინა;
პროკრემლისტური პროპაგანდა ევროკავშირს სხვადასხვა მხრიდან დაესხა თავს, კვლავ გამოეხმაურა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციას;
პროკრემლისტური პროპაგანდა ირწმუნება, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადება, ხოლო საქართველო „მეორე ფრონტი“ გახდება;
პროკრემლისტურმა პროპაგანდამ საქართველოს ნაკლოვანებებში ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა;
პროკრემლისტურმა პროპაგანდამ უკრაინა საქართველოს მტრულ სახელმწიფოდ წარმოაჩინა, ხოლო რუსეთის სრულმასშტაბიან ომში დასავლეთი დაადანაშაულა;
პრორუსული პროპაგანდა რუსეთთან კავშირების „სარგებელს“ უსვამს ხაზს, ხოლო მაგალითად ბელარუსი მოჰყავს.