პარლამენტის თავმჯდომარე კვლავინდებურად განაგრძობს სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების კრიტიკას;
ქართულმა გამოცემებმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტი აიტაცეს; მმართველი პარტიის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდა ცივილიზებული მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა;
მმართველ პარტიასთან აფილირებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ საქართველოსა და აშშ-ს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა ეჭვქვეშ დააყენა;
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება USAID-ს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროკავშირს უტევს;
პროკრემლისტური პროპაგანდა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციებს აღვივებს და ევროკავშირს ეროვნული ღირებულებების ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს;
პროპაგანდისტების თქმით, ნატო „ომის აქსელერატორია“;
პროკრემლისტურად განწყობილმა პროპაგანდისტებმა კვლავ გააჟღერეს ნარატივი, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტი მოსკოვია;
პროპაგანდა კრემლის ნარატივებით აკნინებს უკრაინის მიერ მიღებულ ზომებს, თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან.