„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ლგბტ პროპაგანდას“ შეზღუდავს და საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან“ დაიცავს;
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ანტი-ლგბტ კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერად პოზიციონირდა;
მმართველი პარტიის კრიტიკა სამოქალაქო სექტორისა და დონორებისადმი შალვა პაპუაშვილმა გააჟღერა;
მმართველმა პარტიამ უგულებელყო ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ;
პრორუსული დაჯგუფებების რეაქციები მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ანტი-ლგბტ კანონპროექტის შესახებ; მათი თქმით, ლგბტ პროპაგანდა ევროკავშირის დათქმაა;
პროკრემლისტური დაჯგუფებები იმეორებენ ნარატივს, რომლის თანახმადაც ევროკავშირს საქართველოში „მაიდნის“ რევოლუციის წამოწყება სურს; მათი თქმით, ევროკავშირი წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გაჩუმებას ცდილობს;
პროპაგანდა აპელირებს, რომ საქართველოს გზა კეთილდღეობისკენ რუსეთზე გადის;
პროპაგანდისტების თქმით, აშშ-ს ფინანსური დახმარება ქართული ღირებულებებისა და იდენტობისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.