2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყვეს. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის[1] კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვა წარმოდგენილია მატრიცის სახით და ეყრდნობა ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევებსა და ანგარიშებს. 9 ნაბიჯის ეფექტურად შესრულების ხედვის შემუშავებაზე მუშაობენ ის ორგანიზაციები (CSF, GDI, DRI, Sapari, Court Watch, GMC, GRASS, GFSIS), რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას აკვირდებოდნენ - მათი ჩართულობით, გასული წლის მანძილზე გამოიცა მონიტორინგის ექვსი ანგარიში - სტატუსმეტრი, რომელიც დიდწილად თანხვედრაში იყო ევროკომისიის შეფასებებთან. ამჟამად კოალიციას შემოუერთდა კიდევ ოთხი ორგანიზაცია (GYLA, ISFED, SJC, IDFI), რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და სიღრმისეული ექსპერტიზა შესაბამის სფეროებში.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, არაფორმალური კოალიცია ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად.
1.დეზინფორმაციასთან ბრძოლა:
2. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება:
3. პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა – საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
4. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
5. საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება:
6. მართლმსაჯულების რეფორმა:
7. კორუფციასთან ბრძოლა:
8. დეოლიგარქიზაცია:
9. ადამიანის უფლებები:
[1] სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); რონდელის ფონდი (GFSIS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სასამართლოს გუშაგი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI);