სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა იგეგმება;
„ქართული ოცნება“ 2008 წლის ომში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს;
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს და ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა რეპრესიებისთვის, „ლგბტ პროპაგანდისგან“ ქვეყნის დასაცავად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად სჭირდება;
მმართველი პარტია საერთაშორისო დონორებზე ზეწოლას განაგრძობს და უცხოურ ჩარევაზე საუბრობს;
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ აშშ-თან კავშირები მაშინ აღდგება, როდესაც ვაშინგტონი რევოლუციის მოწყობის მცდელობებს შეწყვეტს;
2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მმართველი პარტიის ნარატივი პროკრემლისტურ პროპაგანდას აძლიერებს;
პროკრემლისტური პროპაგანდა საუბრობს ევროკავშირის გეგმებზე, გამოიყენოს, არიოს და გაანადგუროს საქართველო;
პროკრემლისტური ჯგუფები იმეორებენ მმართველი პარტიის ნარატივს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებში აშშ-ს ადანაშაულებენ;
პროკრემლისტური ჯგუფების მტკიცებით, რუსეთთან მოკავშირეობის გარეშე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია.