logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

აღმოსავლეთ პარტნიორობა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა

aghmosavleth-partniorobada-saqarthvelosevrokavshirshi-gatsevrianebisperspeqtiva.png
31 იანვარი, 2018
 0

როდესაც 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობა დაარსდა, გაცხადებულ გეგმებში რაიმე დაპირება იმის შესახებ, რომ ეს ინიციატივა მისი აღმოსავლეთ ევროპელი მონაწილეების ევროკავშირში გაწევრიანების მომზადებას მოემსახურებოდა, არ დაფიქსირებულა. გაცხადებული მიზნები მხოლოდ მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ ასოცირებას გულისხმობდა. 1 ამ ორი მიზნის მისაღწევად ორმხრივი და მრავალხრივი თანამშრომლობის განზომილება (track) გამოიყენებოდა - თემატური პლატფორმები, რომლებიც ოთხი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობისთვის შეიქმნა2 და ე.წ. ორმხრივი თანამშრომლობის განზომილების ხუთი სვეტისგან3 შემდგარი ერთობლიობა