საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია კარგად იყოს შესწავლილი იმ სახელმწიფოთა გამოცდილება, რომლებიც დღეს ოფიციალურად სარგებლობენ კანდიდატი1 და პოტენციური კანდიდატი2 ქვეყნის სტატუსით. აღნიშნული საკითხის სიღრმისეული ანალიზი ასევე, დაგვეხმარება საგზაო რუკის (roadmap) შემუშავებაში, რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან დაახლოების საფეხურები და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები უნდა აისახოს. შესაბამისი გამოცდილების გაზიარების გზით, საქართველო უკეთ შეძლებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და მაქსიმალურად აითვისებს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებულ “რეცეპტებს“.