logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება - მოქმედება უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, თუ დამოუკიდებლად?

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2018/01/Untitled1_001.jpg
30 იანვარი, 2018
 0

2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტი გაიმართა, სადაც მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შემდეგი განვითარების მიზნები და გზები განისაზღვრა. ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე არსებობდა მოლოდინები, რომ სამიტი ასოცირებულ ქვეყნებს (საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას) თანამშრომლობის ახალ ფორმატს შესთავაზებდა, რის შესახებაც ევროპარლამენტის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ შეთავაზებულ რეკომენდაციაშიც გაკეთდა აქცენტი. 1 ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სამიტის დღეს გაკეთებული განცხადებების მიხედვით, სამიტი არა გაფართოების, არამედ თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას წარმოადგენდა. 2 სამიტის შედეგებიც, სწორედ ამ განცხადებების პრაქტიკულ გამოვლინებებში აისახა და რაიმე ხელჩასაჭიდი თანამშრომლობის ახალი მიმართულების, თუ ფორმატის შესახებ არ შემოუთავაზებია - სამიტმა პასუხი კითხვაზე, თუ როგორ განვითარდება ასოცირებული ქვეყნების მომავალი ურთიერთობები ევროკავშირთან და უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ სიახლეებს ამ მიმართულებით პასუხგაუცემელი დატოვა.