logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძე

გამგეობის თავჯდომარე

GRASS–ის თანადამფუძნებელი. ამჟამად იკავებს GRASS-ის გამგეობის თავმჯდომარის პოზიციას. იგი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მინისტრის მოადგილე, მუშაობდა საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირთან, ამერიკასა და რუსეთთან. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ეროვნულ უშიშროების საბჭოს. იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარსხს, ასევე საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის წოდებას და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენს.