საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

განცხადება ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით

განცხადება ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით
19 აპრილი, 2019

ნეგატიურად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის, თანამდებობიდან ვადამდე ადრე გადაყენების შესახებ. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭომ გაიზიარა იმპიჩმენტის ინიციატორთა სადავო არგუმენტები და არ გაითვალისწინა ის პროგრესი, რომელსაც ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მიაღწია, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, მათ შორის, ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიისა და “Human Rights Watch”-ის ანგარიშებში.

სამწუხაროდ, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესი წარმოადგენს ქვეყანაში იმ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც მედიაგარემოს გაუარესებისაკენ არის მიმართული და აძლიერებს ეჭვებს შესაძლო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”საქართველოს რეფორმების ასოციაციასაქართველოს ატლანტიკური საბჭოსტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრიკვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიური ანალიზის ცენტრიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი