logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სომხეთის სამოქალაქო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას

229981631_0_355_1024_931_1920x0_80_0_0_a2a33f6b4e9b3c9ba91e176bedc7d1d0.jpg
12 აპრილი, 2024
 0

მხარდაჭერის წერილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას,

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, კოლეგებო, პარტნიორებო,

ამ წერილით ჩვენ, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ცალკეული პირები, გამოვხატავთ მტკიცე სოლიდარობას თქვენ მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გამბედაობას, დაუპირისპირდეთ საქართველოს მთავრობის მუდმივ მცდელობებს, შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვის სახით, ასევე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახალი შეტანით.

იმ ადამიანთა გონებაში, რომლებსაც ახსოვთ მე-20 საუკუნის ისტორია, უცხოური გავლენის კონცეფცია მჭიდროდ არის დაკავშირებული შეთქმულების თეორიებთან, რომლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევისა და უდანაშაულოთა დევნისთვის, რის გამოც, ჩვენი ორივე ერი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ჩვენ გვჯერა, რომ იმ დროს, როდესაც დემოკრატიაზე მრავალი მხრიდან ხდება თავდასხმა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრო-დემოკრატიული ძალების გაერთიანება და დემოკრატიის დასუსტების მცდელობების წინააღმდეგ დაცვის გაძლიერება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს მწუხარებით, მაგრამ, ასევე, აღფრთოვანებული ვართ თქვენ მიერ გამოვლენილი გამძლეობით, თქვენი სულითა და ურყევობით. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება ღრმადაა ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებებში და ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდებშიც კი მისთვის ბრძოლაში არასოდეს დაგვიხევია უკან.

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და დახმარებას სხვა ინიციატივებითაც.

***

ქალთა რესურს ცენტრი;

ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერების კოალიცია;

საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის კლუბი;

ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა ვანაძორი;

მშვიდობის დიალოგი;

საზოგადოების მობილიზაციისა და მხარდაჭერის ცენტრი;

საგანმანათლებლო ცენტრი თანაბარი უფლებებისთვის;

მუხლი 3 ადამიანის უფლებათა კლუბი;

სპიტაკის ჰელსინკის ჯგუფი;

ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა, სომხეთის კომიტეტი;

ჟურნალისტთა კლუბი "ასპარეზი";

უფლებების დაცვა საზღვრებს გარეშე;

ქალთა უფლებათა სახლი გიუმრი;

სომეხი პროგრესული ახალგაზრდობა;

„NGO ცენტრი“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;

დემოკრატიის განვითარების ფონდი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღის წესრიგი;

საერთაშორისო გამჭვირვალობის ანტიკორუფციული ცენტრი;

მედია ინიციატივების ცენტრი;

პირდაპირი დემოკრატია;

ქალთა დღის წესრიგი;

სამართლის განვითარებისა და დაცვის ფონდი;

ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ასოციაცია;

იზაბელა სარგსიანი;

ნვარდ მანასიანი.