logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

განცხადება ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით

natia-kapanadze.jpg
19 აპრილი, 2019
 0

ნეგატიურად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის, თანამდებობიდან ვადამდე ადრე გადაყენების შესახებ. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭომ გაიზიარა იმპიჩმენტის ინიციატორთა სადაო არგუმენტები და არ გაითვალისწინა ის პროგრესი, რომელსაც ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მიაღწია, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, მათ შორის, ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიისა და “Human Rights Watch”-ის ანგარიშებში.

სამწუხაროდ, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესი წარმოადგენს ქვეყანაში იმ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც მედიაგარემოს გაუარესებისაკენ არის მიმართული და აძლიერებს ეჭვებს შესაძლო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიური ანალიზის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი