სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:30 – 18:00 სთ
ძირითადი ფუნქციები:
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების მონიტორინგი და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება;
- ფაქტ-მეტრის ანალიტიკური გუნდის კონსულტირება ცალკეული კვლევის ეკონომიკურ ასპექტებთან და მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებასთან დაკავშირებით;
- ეკონომიკურ თემატიკაზე ფაქტ-მეტრისა და საგაზეთო ტიპის სტატიების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო უწყებებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, საჭიროების შემთხვევაში სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუ;
- საპარლამენტო სესიების, პოლიტიკური გადაცემების, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და წინასწარ განსაზღვრულ საჯარო პირთა წრის განცხადებების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
- მოკლე ეკონომიკური მიმოხილვების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური მიმართულებით;
- პრიორიტეტია არასამთავრობო ან საჯარო სფეროში, ასევე ანალიტიკურ მედიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინტერესი და ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ;
- Fact-Checking-ის მიმართ ინტერესი და მოტივაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე, აკადემიური წერის უნარი);
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
- რუტინული სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
შრომის ანაზღაურება: 870 ლარი (დარიცხული / Net)
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მოგვაწოდეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე [email protected]. გთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას "Subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ეკონომიკური ანალიტიკოსი“.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აგვისტო