საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს კონკურსს (უმცროსი) ანალიტიკოსის 2 ვაკანტურ პოზიციაზე. ანალიტიკოსები ჩაერთვებიან როგორც GRASS-ის „ფაქტ-მეტრის“ პროექტის, რომელიც Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია, საქმიანობაში, ასევე ორგანიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სამუშაოში.
ანალიტიკოსის მოვალეობები
• სოციალური და ტრადიციული მედიის მონიტორინგი;
• „ფაქტ-მეტრისა“ და სხვა ანალიტიკური ტიპის სტატიების მომზადება;
• დეზინფორმაციის წინააღმდეგ GRASS-ის სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა (კონფერენციები, შეხვედრები, ტრენინგი,სხვ.);
• რეგულარული მოხსენებების, ანალიტიკური დოკუმენტების და კვლევების მომზადება GRASS-ის სხვა მკვლევრებთან ერთად;
• საჭიროების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუების ჩატარება;
• საქართველოში მიმდინარე და საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების გაცნობა.
ძირითადი მოთხოვნები
• ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკისა და სხვა სოციალური მეცნიერების ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
• ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნა.
• ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი ინტერესი და ცოდნა.
• საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებისადმი ინტერესი და ცოდნა.
ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და ცოდნიდან გამომდინარე.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე grass@grassgroup.org. დოკუმენტების გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანალიტიკოსი“.
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 9 სექტემბერი. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პირები გაივლიან ერთთვიან გამოსაცდელ პერიოდს.