logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის პოზიციაზე იურიდიული მიმართულებით

Job-Vacancy.jpg
15 მაისი, 2023
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს კონკურსს იურიდიული მიმართულებით ანალიტიკოსის პოზიციაზე. ანალიტიკოსი ჩაერთვება როგორც GRASS-ის „ფაქტ-მეტრის“ პროექტის, რომელიც Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია, საქმიანობაში, ასევე ორგანიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სამუშაოში.

ანალიტიკოსის მოვალეობები

• სოციალური და ტრადიციული მედიის მონიტორინგი;

• „ფაქტ-მეტრისა“ და სხვა ანალიტიკური ტიპის სტატიების მომზადება;

• დეზინფორმაციის წინააღმდეგ GRASS-ის სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა (კონფერენციები, შეხვედრები, ტრენინგი,სხვ.);

• რეგულარული მოხსენებების, ანალიტიკური დოკუმენტების და კვლევების მომზადება GRASS-ის სხვა მკვლევრებთან ერთად;

• საჭიროების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუების ჩატარება;

• საქართველოში მიმდინარე და საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების გაცნობა.

ძირითადი მოთხოვნები:

• იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი ან მაგისტრი;

• ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნა.

• ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი ინტერესი და ცოდნა.

• საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებისადმი ინტერესი და ცოდნა.

ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და ცოდნიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე [email protected]. დოკუმენტების გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანალიტიკოსი“.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მაისი. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პირები გაივლიან ერთთვიან გამოსაცდელ პერიოდს.