logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" განცხადება

Untitled-2.png
24 თებერვალი, 2021
 0

“საქართველოს რეფორმების ასოციაცია” გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც 23 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრასა და მისი ლიდერის დაკავებაში გამოიხატა.

შოკისმომგვრელია საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებისა და ავტორიტეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებების სრული უგულებელყოფა. მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია აჩენს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც დგას დემოკრატიული ღირებულებების სადარაჯოზე და, შესაძლებლობების ფარგლებში, შეეცდება ხელი შეუშალოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებისა და სახელმწიფოებრიობის ნგრევის პროცესს. ამ კონტექსტში საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ვთხოვთ და მოვუწოდებთ საქართველოს მეგობრებს, არ დაუშვან რეგიონში აშშ-სა და ევროკავშირის ღირებული პარტნიორის დაკარგვა.