საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ და მოვითხოვთ მათ მიმართ გამოძიების დაწყებას.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებული შესაძლო კორუფციული სქემების საკითხზე რეაგირებისკენ საქართველოს ხელისუფლებას მრავალი წელია მოუწოდებდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამგვარ ეჭვებს კატეგორიულად უარყოფდა და კრიტიკას „დამოუკიდებელ სასამართლოზე“ თავდასხმად აფასებდა.
საქართველოში აშშ-ს საელჩომ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციული საქმიანობის გამო პირთა მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, ეყრდნობა სანდო ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დაუშვან აღნიშნული პირების შესვლა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს - გარდა იმისა, რომ სასამართლო კლანის ხელში კონსოლიდირებული ძალაუფლება ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, კლანის მხარდაჭერა სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო რეფორმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის საკითხია.
შესაბამისად, ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
2. სამოქალაქო იდეა
3. სასამართლოს გუშაგი
4. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
5. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
6. დემოკრატიის ინდექსი