საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სემინარი თემაზე: „ქისტური ადათის და სახელმწიფო კანონმდებლობის ურთიერთშედარება"

სემინარი თემაზე: „ქისტური ადათის და სახელმწიფო კანონმდებლობის ურთიერთშედარება"
26 დეკემბერი, 2018

25 დეკემბერს, პანკისის ხეობაში, სოფელი დუისის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა სემინარი: „ქისტური ადათის და სახელმწიფო კანონმდებლობის ურთიერთშედარება“.  GRASS-ის იურისტმა და პანკისელმა ქალებმა ერთობლივად იმუშავეს კაზუსებზე, რომელიც მიემართებოდა საოჯახო სამართალს და მემკვიდრეობის საკითხებს. სემინარი იყო საინტერესო, ინტერაქციული და ახალი მიგნებებით გაჯერებული. გასული ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა, პანკისელმა ქალებმა უკვე პრაქტიკულ მაგალითებზე გამოიყენეს და გააჟღერეს საინტერესო იდეები ადთობრივი სამართლის გადახალისებისთვის, ქალზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებლად.

პროექტის პარტნიორ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF).

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით