საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პანკისელი ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა

პანკისელი ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა
03 იანვარი, 2019

29 დეკემბერს, თბილისში, შარდენის 19 ნომერში გაიმართა პანკისელი ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქისტი და ჩეჩენი ქალების ხელით ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია პანკისის ხეობაში, სოფელი დუისისა და ჯოყოლოს საზოგადოებრივ ცენტრებში. ასევე, სახლში დამზადებული ნატურალური პროდუქტები. საახალწლოდ, თბილისში, პანკისელი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა უკვე რამდენიმე წლის დამკვიდრებული ტრადიციაა. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF).

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.