საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ონლაინ სემინარი ევროკავშირის შესახებ

ონლაინ სემინარი ევროკავშირის შესახებ
22 დეკემბერი, 2021

22 დეკემბერს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ სემინარი ევროკავშირის შესახებ.

მოწვეულმა სპიკერებმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს, თუ რა როლი აქვს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტს გაფართოების საკითხში, ევროკავშირის მშვიდობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტის გადაჭრის პოლიტიკასა და ევროკავშირის ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან ბოლო 10 წლის განმავლობაში.

სემინარს  ახალგაზრდული პარლამენტის წევრები და მოხალისე ფაქტჩეკერები ესწრებოდნენ. 

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.