საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძე: "საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო"

სერგი კაპანაძე: "საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო"
22 მარტი, 2013

GRASS-ის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.


"ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში. როგორც იქნა გამოჩნდა, რომ გვყავს სოლიდური პარლამენტის თავმჯდომარე, რაციონალურად მოაზროვნე უმრავლესობა და ძლიერი უმცირესობა. ამას ჰქვია "მოგება-მოგება". ყოჩაღ ორივე მხარეს!", - წერს კაპანაძე Facebook-ის თავის გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით დაამტკიცა სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც 100 ხმა სჭირდება, მხოლოდ 93 დეპუტატი დაუჭერდა მხარს.


სტატიის ბმული