საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კანცელარიასთან, ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციისთვის მზადება - ხმაურის ფონზე

კანცელარიასთან, ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციისთვის მზადება - ხმაურის ფონზე
18 ივლისი, 2015

მთავრობის კანცელარიასთან, რუსული ოკუპაციისა და ამაზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად, აქციისთვის ემზადებიან. ორგანიზატორებს, რომელთა შორის, „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილიცაა, შელაპარაკება მოუვიდათ სამართალდამცველებთან.

სამართალდამცველები ორგანიზატორებს სცენის გამართვის უფლებას არ აძლევენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნით მათ შესაბამისი უწყებისთვის არ მიუმართავთ. ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მსგავსი დეტალების განაცხადში შეტანის ვალდებულება არ ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ სცენის გამართვა აქციაზე მოსვლის მსურველთა რაოდენობის გამო გადაწყვიტეს.

აქცია მოთხოვნით -  შეწყვიტოს აბაშიძემ კარასინთან პირისპირ საუბარი; ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით და პარლამენტმა მიიღოს კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ - დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.