საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

შეხვედრა ახალქალაქში ადგილობრივ არასამათავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

შეხვედრა ახალქალაქში ადგილობრივ არასამათავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან
13 ივლისი, 2016

11 ივლისს, “საქართველოს რეფორმების ასოციაციამ”, ჩაატარა რიგით მესამე შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხების შესახებ.  შეხვედრა გაიმართა ახალქალაქში, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო და ეთნიკური ჯგუფების ორგანიზაციები, ხოლო პოლიტიკური პარტიებიდან წარმოდგენილნი იყვნენ: ერთნიანი ნაციონალური მოძრაობისა და პაატა ბურჭულაძის პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრები.  პოლიტიკურმა პარტიებმა წარმოადგინეს საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას/ჩართულობას ეხებოდა. მომდევნო შეხვედრა გაიმართება თბილისში.


შეხვედრა გაიმართა პროექტის: „ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ ჩვევებში“- ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.